Merani TV

ფრანჩესკო ტრეჩის მესამე წიგნის ,,საქართველოს'' პრეზენტაცია

17 მარტს ქართული კულტურული ასოციაიცია ,,მერანი'' ქართულ-ლიტერატურულ Ristorante Merissi • რესტორან მერიში იტალიელ ავტორ ფრანჩესკო ტრეჩის მასპინძლობდა, უკვე ქართულად მოსაუბრე ავტორმა სტუმრებს, თავისი მესამე წიგნი წარუდგინა და საინტერესოდ განიხილა ქართული რეალობა წარსულსა და აწმყოში. მრავალრიცხოვანი ინტერესითა და მადლიერებით სავსე მსმენელს რესტორანში მოთავსებული ქართულ-იტალიური ბიბლიოთეკა ,,მერანი'' ვეღარ იტევდა. საღამოს ჰყავდა საპატიო სტუმარი პავიიდან - სოლომონ ნერგაძე.

დღის ბოლოს ავტორმა მილანში ქართული ბიბლიოთეკის დამაარსებელს, ქალბატონ მელი თურმანიძეს ბიბლიოთიკისათვის საქართველოზე სიყვარულით დაწერილი მესამე წიგნი „საქართველო“ გადასცა.


ფრანჩესკო ტრეჩი საქართველოზე შეყვარებული ფლორენციელი პროფესორი და მკვლევარია, რომელიც საქართველოსაც ხშირად სტუმრობს და აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში.

Share by: